გადაღების წესი


ინსტრუქცია ი.ბ.სტალინის მუზეუმში დაცულ ექსპონატთა ფოტო-ასლების გამოყენებისა და მუზეუმის ტერიტორიაზე ფოტო-კინო-ვიდეო გადაღების ნებართვის შესახებ.
 
მუზეუმთან შეთანხმების საფუძველზე და დადგენილი ტარიფით ანგარიშსწორების შემდეგ, საშუალება გეძლევათ მიიღოთ ოფიციალური ნებართვა ექსპონატთა ფოტოების განთავსების თაობაზე: წიგნებში, კატალოგებში, ბროშურებში, ეტიკეტებში, აფიშებზე, ინტერიერში, კალენდრებზე, ღია ბარათებზე, დისკების გარეკანზე, ვებ-გვერდეზე და ა.შ.

მუზეუმის ტერიტორიაზე გადაღების უფლების და ექსპონატთა ფოტოებით სარგებლობის ნებართვის მისაღებად, გთხოვთ მოგვაწოდოთ შემდეგი დოკუმენტაცია:
  • განცხადება სსიპ ი.ბ. სტალინის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორის სახელზე.
  • ხელმოწერილი განცხადება განმცხადებელი ორგანიზაციის ბლანკზე, ან ორგანიზაციის ბეჭდით დამოწმებული.
  • კერძო პირის განცხადება თანდართული პირადობის მოწმობის ასლით, საცხოვრებელი ადგილისა და საკონტაქტო ტელეფონის მითითებით.
  • განცხადებაში მიეთითოს ექსპონატის, ფოტოს გამოყენების მიზანი; ბეჭდვით საშუალებებში ფოტოს გამოყენების შემთხვევაში გამოცემის ტირაჟი.
  • მუზეუმის ტერიტორიაზე ფოტო-კინო-ვიდეო გადაღების ნებართვისათვის მიეთითოს გადაღების თარიღი და დრო.

განცხადება მოგვაწოდეთ სსიპ ი.ბ. სტალინის სახელმწიფო მუზეუმში. გადაღება დაშვებულია ყოველდღე სამუშაო საათებში .

თუ თქვენ ხართ ჟუტნალისტი ან ფოტო- რეპორტიორი და თქვენი მასალის მომზადებისთვის საჭიროებთ მუზეუმის ტერიტორიაზე გადაღებას ან ინფორმაციის მიღებას მუზეუმის თანამშრომლის მხრიდან, გთხოვთ დაუკავშირდეთ მუზეუმის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.

სსიპ ი.ბ. სტალინის სახელმწიფო მუზეუმის ადმინისტრაცია.

    რჩევები და წესები:

  • დამთვალიერებელმა ბილეთი უნდა შეინახოს ვიზიტის ბოლომდე და მოთხოვნის შემთხვევაში ხელახლა წარუდგინოს შესაბამის პირს.
  • დამთვალიერებლებმა, რომლებიც სარგებლობენ შეღავათიანი ტარიფით ან უფასო შესვლის უფლებით, სალაროსთან უნდა წარადგინონ შესაბამისი საბუთი.
  • მუზეუმის მიერ გაცემული ბილეთი უკან არ მიიღება.
  • ჯგუფის ხელმძღვანელები პასუხისმგებლები არიან მათი ჯგუფის წევრების საქციელზე.
  • იკრძალება ექსპონატებზე ხელით შეხება.
  • მუზეუმის შენობასა და მუდმივ ექსპოზიციებში კერძო მიზნებისთვის ფოტოგადაღება ნებადართულია ბლიცისა და ფოტოშტატივების გამოყენების გარეშე.
  • ფოტო და ვიდეოგადაღება დროებით გამოფენებზე კატეგორიულად დაუშვებელია.
  • გადაღება კომერციული მიზნებისთვის დასაშვებია მხოლოდ მუზეუმის ადმინისტრაციასთან შეთანხმებისა და წერილობითი ნებართვის საფუძველზე.
  • ნებისმიერი ჩანაწერი ან ფოტო, სადაც შესაძლოა გამოჩნდეს მუზეუმის თანამშრომელი, საჭიროებს მუზეუმის ადმინისტრაციის თანხმობას.