ბილეთის ღირებულება
- სამუზეუმო კომპლექსის (მუზეუმის საგამოფენო დარბაზები, სტალინის მემორიალური სახლი და პირადი ვაგონი) დათვალიერება გიდის თანხლებით - 15 ლარი
- სტალინის პირადი ვაგონი - 5 ლარი
- სტუდენტებისთვის სამუზეუმო კომპლექსი - 10 ლარი
- მოსწავლეებისთვის სამუზეუმო კომპლექსი - 1 ლარი
- 6 წლამდე ბავშვებისთვის მუზეუმში შესვლა უფასოა.
შესაბამისი მოწმობის წარდგენით მუზეუმის დათვალიერება უფასოა:
- II მსოფლიო ომის მონაწილეებსა და მათთან გათანაბრებული პირებისათვის
- ICOM- ის წევრებსა და საქართველოს მუზეუმების თანამშრომლებისათვის.
- I და II ჯგუფის ინვალიდებისათვის.
- მზრუნველობამოკლებული ბავშვებისათვის.
- სიღარიბის ზღვარსმიღმა მყოფი პირებისათვის.
- მრავალშვილიანი და მარტოხელა დედებისათვის.
- იძულებით გადაადგილებული და ოკუპირებული ტერიტორიის მოსაზღვრე სოფლებში მცხოვრები პირებისათვის.
- ჟურნალისტებისათვის.
- ჯარისკაცებისათვის.
რჩევები და წესები:
- დამთვალიერებელმა ბილეთი უნდა შეინახოს ვიზიტის ბოლომდე და მოთხოვნის შემთხვევაში ხელახლა წარუდგინოს შესაბამის პირს.
- დამთვალიერებლებმა, რომლებიც სარგებლობენ შეღავათიანი ტარიფით ან უფასო შესვლის უფლებით, სალაროსთან უნდა წარადგინონ შესაბამისი საბუთი.
- მუზეუმის მიერ გაცემული ბილეთი უკან არ მიიღება.
- ჯგუფის ხელმძღვანელები პასუხისმგებლები არიან მათი ჯგუფის წევრების საქციელზე.
- იკრძალება ექსპონატებზე ხელით შეხება.
- მუზეუმის შენობასა და მუდმივ ექსპოზიციებში კერძო მიზნებისთვის ფოტოგადაღება ნებადართულია ბლიცისა და ფოტოშტატივების გამოყენების გარეშე.
- ფოტო და ვიდეოგადაღება დროებით გამოფენებზე კატეგორიულად დაუშვებელია.
- გადაღება კომერციული მიზნებისთვის დასაშვებია მხოლოდ მუზეუმის ადმინისტრაციასთან შეთანხმებისა და წერილობითი ნებართვის საფუძველზე.
- ნებისმიერი ჩანაწერი ან ფოტო, სადაც შესაძლოა გამოჩნდეს მუზეუმის თანამშრომელი, საჭიროებს მუზეუმის ადმინისტრაციის თანხმობას.