სამუშაო საათები.


ი.ბ. სტალინის სახელმწიფო მუზეუმი მუშაობს ყოველდღე 10:00-დან 18:00 საათამდე.
1 ნოემბრიდან 1 აპრილამდე მუზეუმი ვიზიტორს მიიღებს 10:00-დან 17:00 საათამდე.

დასვენების დღეები:
1 იანვარი - ახალი წელი
აღდგომის დღესასწაული

    რჩევები და წესები:

  • დამთვალიერებელმა ბილეთი უნდა შეინახოს ვიზიტის ბოლომდე და მოთხოვნის შემთხვევაში ხელახლა წარუდგინოს შესაბამის პირს.
  • დამთვალიერებლებმა, რომლებიც სარგებლობენ შეღავათიანი ტარიფით ან უფასო შესვლის უფლებით, სალაროსთან უნდა წარადგინონ შესაბამისი საბუთი.
  • მუზეუმის მიერ გაცემული ბილეთი უკან არ მიიღება.
  • ჯგუფის ხელმძღვანელები პასუხისმგებლები არიან მათი ჯგუფის წევრების საქციელზე.
  • იკრძალება ექსპონატებზე ხელით შეხება.
  • მუზეუმის შენობასა და მუდმივ ექსპოზიციებში კერძო მიზნებისთვის ფოტოგადაღება ნებადართულია ბლიცისა და ფოტოშტატივების გამოყენების გარეშე.
  • ფოტო და ვიდეოგადაღება დროებით გამოფენებზე კატეგორიულად დაუშვებელია.
  • გადაღება კომერციული მიზნებისთვის დასაშვებია მხოლოდ მუზეუმის ადმინისტრაციასთან შეთანხმებისა და წერილობითი ნებართვის საფუძველზე.
  • ნებისმიერი ჩანაწერი ან ფოტო, სადაც შესაძლოა გამოჩნდეს მუზეუმის თანამშრომელი, საჭიროებს მუზეუმის ადმინისტრაციის თანხმობას.