ვაგონი საექსპოზიციო შენობის მარჯვნივ დგას რელსებზე და სტალინის ერთადერთ პირად ვაგონს წარმოადგენს. ამ ვაგონით სტალინმა იმგზავრა თეირანის, იალტისა და პოტსდამის კონფერენციებზე. ვაგონი დამზადებულია რევოლუციამდე სანკტ- პეტერბურგში, დაჯავშნულია და იწონის 83 ტონას. მისი ინტერიერი მოპირკეთებულია წითელი ხით, ერთმანეთის მიყოლებით განლაგებულია სამზარეულო რუსული ღუმელით, მორიგე ოფიცრის კუპე, ორი ორადგილიანი კუპე თანმხლები პირებისთვის, სტალინის პირადი კუპე (საძინებელი, სამუშაო კაბინეტი და სააბაზანო) და სალონი-სათათბირო.

ვაგონი სტალინის გარდაცვალების შემდეგ აღმოჩნდა ქ. დონის როსტოვის რკინიგზის სადგურზე. 1985 წელს გამარჯვების 40 წლისთავთან დაკავშირებით ის ჩამოიტანეს გორში და გადასცეს მუზეუმს.